ახალი ამბები
მედიაში გამოქვეყნების შემდეგ, კვერნაკის პრობლემა მოგვარდა
გორში, კვერნაკის დასახლებაში, კოსტავას ქუჩაზე თვეების განმავლობაში არსებული პრობლემა აღმოიფხვრა. სასმელი წყალი აღარ იღვრება.

ადგილობრივების ცნობით, წყალმომარაგების კომპანიამ დაზიანებული მონაკვეთი მას შემდეგ შეაკეთა, რაც საკითხი „ქართლის ამბებმა“ გააშუქა.

,,მიუხედავად იმისა, რომ სასმელი წყლის დაღვრა შეჩერდა, სარემონტო სამუშაოების შედეგად გზის საფარი აიყარა. ამ ეტაპზე დაზიანებულ მონაკვეთზე ხრეშია დაყრილი, რის გამოც მანქნებს გადაადგილება უჭირთ.'' - აღნიშნავენ ადგილობრივები და იმედი აქვთ, რომ გზის აღდგენას ტენდერის გამოცხადება არ დასჭირდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები