ახალი ამბები
საქსტატის ცნობით შემცირდა ოსი ეროვნების მოსახლეობა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2014-2024 წლებში, ქვეყანაში, ოსი ეროვნების მოსახლეობა 12.3 პროცენტით შემცირდა და 12 611 შეადგინა.

2014 წელს ოსი ეროვნების მოსახლეობა 14 385-ს შეადგენდა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წლის აღწერის შედეგები გამოაქვეყნა. აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა რიცხოვნობა 2014 წელთან შედარებით 2.5 პროცენტით გაიზარდა და 3 775 415 კაცი შეადგინა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები