მოქალაქე ჩივის, რომ დღეს გორის ავტოსადგურიდან ხაშურის
მიმართულებით გავიდა მიკროავტობუსი, რომლის კარი არ
იხურებოდა:
,,ხომ არავინ იცით, გორის ავტოსადგურში არსებულ
უპასუხისმგებლობაზე ვინ უნდა მოვნიშნო? გორი-ხაშურის ხაზზე ვიმგზავრე
დღეს და მარშუტკა რომ დაიძრა, მერე გავიგეთ, რომ თურმე კარები არ
იხურებოდა
,,მძღოლმა
გაგვაფრთხილა, ფრთხილად იყავით, არ გადაცვივდეთო..."
ამ დროს სანამ არ
გატენა მანქანა, არ გავიდა, მინიმუმ 25 კაცი მგზავრობდა.'' - წერს
მოქალაქე.
ხაშურის
ავტოსადგურის დირექტორი ალიკა ბლიაძე ,,ქართლის ამბებთან'' საუბარში
აცხადებს, რომ იგი პასუხისმგებელია თითოეულ მიკროავტობუსზე, რომელიც
ხაშურის ავტოსადგურიდან გადის.
„ჩვენთან ყველა
მიკროავტობუსი გამართული და მოწესრიგებულია. ავტოსადგურიდან
გასვლისას, როგორც ხაშურიდან, ისე გორიდან, ყველა მიკროავტობუსი
მოწმდება და დათვალიერებას გადის.
გარდა ამისა,
მიკროავტობუსი ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლის, თუ რაიმე დარღვევა
აქვს, ზედმეტი სკამია დამატებული ან სხვა მსგავსი პრობლემა
არსებობს.
რაც შეეხება
ინფორმაციას, თითქოს მიკროავტობუსმა მთელი გზა ღია კარით იმოძრავა, ეს
სიმართლეს არ შეესაბამება.
დღეს ხაზზე
მომუშავე ყველა მიკროავტობუსი 18-ადგილიანია. ადრე მართლაც ხდებოდა,
რომ გადმოსაკეცი სკამები ემატებოდა და 14-ადგილიან მიკროავტობუსს 18
ან 20 ადგილი ჰქონდა, თუმცა დღეს ეს აკრძალულია. ასეთ შემთხვევაში
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მძღოლს 5000-ლარიან ჯარიმას
აკისრებს.
მე პასუხისმგებელი
ვარ ჩემი ავტოსადგურიდან გასულ ტრანსპორტზე და დარწმუნებით შემიძლია
ვთქვა, რომ ასეთი მდგომარეობის მიკროავტობუსი სადგურიდან არ
გავიდოდა.
შესაძლოა,
აღნიშნული პიროვნება გზაში სხვა სადგურის მიკროავტობუსს გაჰყვა. მან
უნდა დაასახელოს, რომელ საათზე გავიდა მიკროავტობუსი სადგურიდან ან რა
ნომრის სატრანსპორტო საშუალებით იმგზავრა.
ასევე არ
გამოვრიცხავ, რომ მძღოლთან პირადი უთანხმოება ჰქონდეს და ამის გამო
ავრცელებდეს მსგავს ინფორმაციას.“ - აცხადებს ალიკა
ბლიაძე.
სტატიის გამოყენების პირობები