ახალი ამბები
,,სქროლვა სქრინვის სამართველოს" ოქმი გორში
დღეს ,,სქროლვა-სქრინვის სამმართველომ'' გორის სასამართლოს საჯარიმო ოქმით მიმართა. ოქმი შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე მუხლის I ნაწილით [წვრილმანი ხულიგნობა − საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება].

როგორც სასამართლოში ,,ქართლის ამბებს'' განუცხადეს, წარმოდგენილია ოქმი, რომელიც შს სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ შეადგინა.

სასამართლოში არ დაგვიკონკრეტეს, ვის მიმართ იქნა ჩადენილი წვრილმანი ხულიგნობა სოციალურ სივრცეში.

ოქმის მიხედვით, სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის შემცველი განცხადების გაკეთების გამო კონკრეტულ პირს ემუქრება ჯარიმა 500 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 20 დღემდე ვადით.

დამატებით დეტალებს ,,ქართლის ამბები'' შს სამინისტროს პრესსამსახურში არკვევს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები