ახალი ამბები
გადადგა დე-ფაქტო სამხრ. ოსეთის პრეზიდენტი
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევი თანამდებობიდან გადადგა. პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად ინიშნება.
როგორც მიმართვაშია აღნიშნული, გაგლოევს პუტინმა 9 მაისს გაფორმებული შეთანხმების განხორციელებაში წვლილის შეტანა სთხოვა.
„მე მხარი დავუჭირე ჩვენს ისტორიულ ლიდერს, ვლადიმერ პუტინს და მზად ვარ მის გვერდით ვიმუშაო“, - განაცხადა გაგლოევმა.

ალან გაგლოევმა განმარტა, რომ 2026 წლის 9 მაისს რუსეთთან ხელმოწერილი შეთანხმება ხელს შეუწყობს სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანებას. 9 მაისის შეთანხმება მოკავშირეობრივი ურთიერთობების გაღრმავებას გულისხმობს.

გაგლოევმა მოსახლეობას ასევე მოუწოდა, გაერთიანდნენ ახალი ხელმძღვანელობის გარშემო. დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის მოვალეობას დროებით შეასრულებს მთავრობის თავმჯდომარე მარატ კამბოლოვი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები