განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
შეძენა-შენახვისა და ნარკორეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, გორში
უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ ბინაში
სარეალიზაციოდ გამზადებული, 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული
საშუალება - 6 კილოგრამამდე გამომშრალი „მარიხუანა“
ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია
ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და
სავარაუდოდ, რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული."-აღნიშნულია შსს-ს
განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე
კვარტა მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
სტატიის გამოყენების პირობები