ახალი ამბები
გორის მოსწავლეები კეცხოველის პრემიის ფინალში
ნიკო კეცხოველის პრემიის ფინალში გორის მუნიციპალიტეტიდან ოთხი საჯარო სკოლა გადავიდა: ესენია: გორის №9, №11, ფლავისდა სობისის საჯარო სკოლები.

სასკოლო ეკოკლუბების კონკურსი ახალგაზრდების გარემოსდაცვით საქმიანობაში ჩართვასა და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

2025-2026 სასწავლო წლის საკონკურსო თემაა „სიცოცხლის წყარო“ , რომელიც წყლის რესურსების დაცვასა და სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას ეხება.

ნიკო კეცხოველის პრემია ორგანიზაცია CENN-ის მიერ, პროექტ „მწვანე კავკასიის“ ფარგლებში ხორციელდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები