2026 წლის 22 ივნისს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა
ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, სოფელ ბერშუეთში
მცხოვრები 41 წლის გელა ბერიანიძე დააკავეს.
ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი
ავრცელებს. მათი განცხაებით, ბერიანიძემ ,,უნებლიედ გადაკვეთა
საზღვარი'' ახალგორის რაიონის სოფელ წინაგარის მიმდებარე
ტერიტორიაზე.''
,,მიმდინარე წლის 25 ივნისს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის
კანონის „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ მე-14 მუხლის შესაბამისად, გ.
ა. ბერიანიძე რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ იქნა გაძევებული.'' -
აღნიშნულია ,,კგბ''-ს განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები