ახალი ამბები
გორის სოფლებში სამხედრო სწავლება ჩატარდება
გორის მერის წარმომადგენლები სოფლებში მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ დასახლებებში ჩატარდება სამხედრო ტექნიკური სწავლება.

,,სასწავლო პროცესს ხელს ნუ შეუშლით", - აღნიშნულია ატენისა და ქვახვრელის ადმინისტრაციული ერთეულების განცხადებებში.

სამხედრო წვრთნები აღნიშნული სოფლების ტერიტორიაზე დაიწყება 20 ივლისიდან და თვის ბოლომდე გაგრძელდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები