ახალი ამბები
ოკუპირებულ ცხინავლში ნაპოვნ დათუნიებს რუსეთში გადაიყვანენ
დე-დაქტო სამხრეთ ოსეთში ნაპოვნ ორ დათუნიას რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში გადაიყვანენ.

ადგილობრივი ცხოველთა დამცველების ცნობით, ბუნებრივ გარემოში მათი დაბრუნება აღარ იგეგმება.

,,ცხოველები რამდენიმე თვის განმავლობაში ადამიანებთან ცხოვრობდნენ და ველურ ბუნებაში დამოუკიდებლად არსებობისთვის აუცილებელი უნარები დაკარგეს.'' - აღნიშნავს ადგილობრივ მედიასთან საუბარში ორგანიზაცია ,,ნოგ ცარდის'' წარმომადგენელი.

დათუნიების რუსეთში გადაყვანისთვის საჭირო ნებართვის მიღებას დაახლოებით ორი თვე დასჭირდა. შესაბამისი დოკუმენტები რუსეთის ფედერალურმა ვეტერინარულმა და ფიტოსანიტარულმა სამსახურმა გასცა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები