წვრილმანი ხულიგნობის მუხლით შედგენილ ოქმს, რომელიც
სოციალურ ქსელში გამოხატული სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტს ეხება,
გორის სასამართლოში მოსამართლე ნინო გერგაული
განიხილავს.
როგორც მოსამართლის თანაშემწემ, სოფო ძიძიგურმა, „ქართლის
ამბებს“ განუცხადა, ოქმის განხილვის დრო ჯერ ჩანიშნული არ
არის.
შსს-ში ახლად შექმნილმა სამმართველომ, რომელსაც
საზოგადოებამ ,,სქროლვა-სქრინვის სამმართველო'' შეარქვა, სასამართლოს
ოქმი ორი დღის წინ წარუდგინა.
სასამართლოში არ ასაჯაროებენ, ვის მიმართ იყო გამოყენებული
სიძულვილის ენა და არის თუ არა „დაზარალებული“ ადგილობრივი
პოლიტიკოსი.
სტატიის გამოყენების პირობები