ახალი ამბები
მოსწავლე ხაშურიდან აშშ-ს დაფინანსებით საერთაშორისო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას

ხაშურის №8 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ბლიაძე საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკში მიიღებს მონაწილეობას.

ნიკოლოზი Access პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულია და და შეარჩიეს საერთაშორისო ბანაკის მონაწილედ, რომელიც თურქეთის ქალაქ ბურსაში გაიმართება.

ბანაკში სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეები ერთად იმუშავებენ საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობებზე, ხოლო ხარჯებს სრულად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ფარავს.

„ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, Access პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებული, ნიკოლოზ ბლიაძე შერჩეულ იქნა საერთაშორისო პროგრამის მონაწილედ. იგი 24-29 ივნისს თურქეთის ქალაქ ბურსაში თურქ სტუდენტებთან ერთად ბანაკში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სრულად იქნება დაფინანსებული ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ“, – აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები