ახალი ამბები
მარიამ მეყანწიშვილს 5000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.

სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც ხაშურიდანაა, პროკურატურა ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ედავებოდა. მისთვის ბრალად წარდგენილი მუხლი ითვალისწინებდა ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები