ახალი ამბები
,,თრიალეთის" მხარდაჭერი აქცია 30 ივნისს
როგორც ,,თრიალეთის'' განცხადებაშია აღნიშნული, 1 წელი სრულდება, რაც ტელეკომპანია სახელმწიფო ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

მედიაორგანიზაცია ითხოვს, რომ სახელმწიფომ ,,თრიალეთი'', ,,რუსთავი 2'' და ტელეკომპანია ,,იმედი'' თანაბარ პირობებში ჩააყენოს. შემოსავლების სამსახურმა დავალიანების გამო ,,თრიალეთის'' ანგარიშებს ინკასო დაადო, რუსთავი 2-ისა და ,,იმედის'' მიმართ კი მკაცრ ზომებს არ მიმართავს.

,,ჩარიცხულ თანხებს სრულად გვაჭრის, მაშინ როცა "რუსთავი 2"-სა და "იმედს" - სახელმწიფომ რესტრუქტურიზაციისა და საგადასახადო შეთანხმების შესაძლებლობა მისცა'' - აღნიშნულია ,,თრიალეთის'' განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები