ახალი ამბები
ხაშურის მერია ზაფხულის კონცერტისთვის ემზადება

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილი კონცერტების ორგანიზებისთვის ბიუჯეტიდან 46 607 ლარს დახარჯავს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ხაშურში, 12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტზე ტრიომ უნდა იმღეროს. მოეწყობა. ტრიოს წევრებს უნდა ჰქონდეთ მრავალწლიანი როგორც ინდივიდუალური, ისე ერთობლივი სასცენო და სატელევიზიო გამოცდილება. ამასთან, ისინი დიდი პოპულარობით უნდა სარგებლობდნენ სოციალურ ქსელებში.

ტრიოს ერთობლივი მოღვაწეობის ხანგრძლივობა არანაკლებ 2 წელი უნდა იყოს. მუსიკალური ტრიოს რეპერტუარი უნდა მოიცავდეს როგორც ქართული ქალაქური სიმღერების ფართო კოლექციას, ისე მსოფლიო მუსიკალური კულტურის სხვადასხვა ჟანრის პოპულარულ ჰიტებს.

ტრიოს შემადგენლობა უნდა შედგებოდეს ერთი ვოკალისტისა და ორი ინსტრუმენტალისტისგან.

რაც შეეხება სურამს, კონცერტი 25 ივლისს გაიმართება. ღონისძიებაზე მოწვეული იქნება საქართველოს მასშტაბით ცნობილი სატელევიზიო პოპ-ბენდი, რომლის შემადგენლობაშიც არანაკლებ ხუთი წევრი უნდა იყოს, მათ შორის, მინიმუმ ერთი ქალი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები