პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი
სოსიაშვილმა ირაკლი კობახიძეს განათლების რეფორმა მოუწონა და
მთავრობის გადადგმული ნაბიჯები ილიას გზას შეადარა.
სიტყვით გამოსვლისას განმარტა, რომ დიდი ილიას გზა ანუ
,,ილიელობა'' მისთვის ცნობილია, თუმცა „გახარიელობა“ გაუგებარი და
უბედურებაა.
„ჩვენ ახლა მოვისმინეთ ანგარიში, რომელშიც ბატონი პრემიერი
უშუალოდ არის ჩართული. თითოეულ ნიუანსშია ჩართული. ჩვენ გაგვიგია და
ვიცით, დიდი ილიას გზა – ილიელობა, მაგრამ ეს ,,გახარიელობა'' რა
უბედურებაა და რა არის, ნამდვილად არ ვიცი... ''
სოსიაშვილი შეეხო ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდის
წევრების კრიტიკას განათლების რეფორმასთან დაკავშირებით:
,,ე.ი. თავს ესხმიან განათლების რეფორმას. ისე გესმით ეს
საკითხი, როგორც ახლა მე ძველი ფალაური [იგულისხმება სპარსული]“, –
განაცხადა სოსიაშვილმა.
სტატიის გამოყენების პირობები