ახალი ამბები
გორის მერი 42 თანამშრომლის გაშვებას გეგმავს

გორის მერი კონსტანტინე ბუზალაძე მერიტოკრატიული პრინციპებით მუშაობას აპირებს.

ამის შესახებ ის იმ განცხადებაში წერს, რომელიც საკრებულოს წევრებს გადაუგზავნა. დოკუმენტს თან ერთვის ახალი საშტატო ნუსხა, რომლის დამტკიცებასაც საკრებულოს სთხოვს.

პროექტის მიხედვით, საშტატო ნუსხა 267-დან 225-მდე მცირდება.

გორის მერი კონსტანტინე ბუზალაძე საკრებულოს წევრებს უხნის:

,,მიმდინარე რეორგანიზაცია შეესაბამება გორის მუნიციპალიტეტის ინტერესებს და, ამავე დროს, გაუმართლებლად არ ხელყოფს დასაქმებულთა კანონიერ უფლებებს.

,,მისი მიზანია ეფექტური და ეფექტიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება, რომელიც მერიტოკრატიულ პრინციპზე იქნება დაფუძნებული და უზრუნველყოფს პროფესიონალიზმის წახალისებას, ხელშეწყობასა და დაფასებას.'' - წერს საკითხის ინიციატორი გორის მერი

Print

სტატიის გამოყენების პირობები