ახალი ამბები
ორი ავარია გორის ბაზარში
გორის ბაზრის [შპს XXI საუკუნე] შესასვლელში, თითქმის ერთდროულად ორი სხვადასხვა ავტომანქანა ორ სხვადასხვა ქვეითს დაეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, თავდაპირველად ერთ-ერთი ავტომობილი უკანსვლით მოძრაობისას ხანდაზმულ ქალს შეეჯახა. შექმნილი ქაოსური მდგომარეობის ფონზე კი მეორე ავტომობილის მძღოლმა, თვითმხილველების თქმით, მანევრირება დაკარგა და სხვა ქალს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია. ექიმების განცხადებით, ორივე დაშავებულს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა. შეუძლოდ გახდა ასევე ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რომელმაც ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები