ახალი ამბები
უქმდება მღებრიანის ადმინისტრაციული ერთეული
გორის მერის გადაწყვეტილებით, მღებრიანის ადმინისტრაციული ერთეული უქმდება. შესაბამისად გაუქმდება მერის წარმომადგენლის და მისი ასისტენტების თანამდებობა.

მღებრიანის თემში შემავალი სოფლები გაერთიანდება ბოშურის ადმინისტრაციულ ერთეულში.

საბოლოო ჯამში ერთ თემში გაერთიანდება შემდეგი სოფლები: ქვემო ბოშური, ზემო ბოშური, ბიისი, ბობნევი, ტუსრევი, ყველაანთუბანი, გაგლოაანთუბანი, ლევიტანა, ორმოცი, თხინალა, იფნარა, მღებრიანი, პატარა წერეთი, დიდი წერეთი, ჭანჭახა, ოქიანი, დიდი ჭვარები, პატარა ჭვარები, პიტნარა, ბორცვანა, ტამი, სახორცე.

მღებრიანის თემში შემავალ უმრავლეს სოფლებში მოსახლეობა არ ცხოვრობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები