ხაშურში მოსკოვის ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა
სამისამართო აბრები თავად დაამზადებინეს.
სახელის შეცვლის ლოდინში ქუჩა სამისამართო აბრების გარეშე
იყო დარჩენილი.
ხაშურის წინა მოწვევის საკრებულოს წევრმა ეკატერინე
პაპუაშვილმა ხელმოწერებიც კი შეაგროვა, თუმცა ქუჩის სახელწოდება მაინც
არ შეცვალეს.
საკრებულოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების
მიხედვით, 2026 წელს, ხაშურის საკრებულომ თითქმის დაუსახლებელ ქუჩას
ერეკლე II-ის სახელი უწოდა.
სტატიის გამოყენების პირობები