ახალი ამბები
3-თვიანი უკანონო პატიმრობა
გორში მცხოვრებ მოქალაქეს 3-თვიანი უკანონო პატიმრობისთვის სახელმწიფო, მორალური ზიანის სახით, 6 000 ლარს გადაუხდის. ხოლო მის სამ ადვოკატს - 16 000 ლარს.

საქმე შეეხება პირის უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნასა და პატიმრობას. ყოფილმა ბრალდებულმა სახელმწიფოსგან მოითხოვა კომპენსაცია უკანონო დევნისა და პატიმრობისთვის.

მოსარჩელე საბოლოოდ გამართლდა და სასამართლომ დაადასტურა მისი, როგორც რეაბილიტირებული პირის, უფლება ზიანის ანაზღაურებაზე. სასამართლომ დაადგინა, რომ 6000 ლარი იყო სამართლიანი და პროპორციული კომპენსაცია.

საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელე ძალადობის ბრალდებით დააკავეს 2018 წლის 20 დეკემბერს. ის დაახლოებით 3 თვე იმყოფებოდა პატიმრობაში, შემდეგ გაათავისუფლეს გირაოს საფუძველზე. საქმის განხილვა გაგრძელდა თითქმის 2 წელი. გორის რაიონულმა სასამართლომ 2019 წლის 19 ნოემბერს გაამართლა. ეს განაჩენი ძალაში დარჩა ზემდგომ ინსტანციებში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები