ხაშურში, შუშის ქარხნის დასახლებაში, ადგილობრივები
უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მათი თქმით, მერიამ
სარაჯიშვილის ქუჩაზე იმ კორპუსს გადაუხურა სახურავი, სადაც „ოცნების“
მხარდამჭერები ცხოვრობენ.
მათი განცხადებით, გვერდით მდებარე კორპუსი (#86), რომლის
მცხოვრებლებიც, მათივე თქმით, მმართველი პარტიის მხარდამჭერები არ
არიან, პროგრამის მიღმა დარჩა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ დაზიანებული სახურავიდან წყალი
ბინებში ჩადის, რის გამოც რამდენიმე ოჯახს უკვე დაუზიანდა ახლად
გაკეთებული რემონტი. მათი თქმით, სახურავის შეკეთების მოთხოვნით
შესაბამის უწყებებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
„ქართლის ამბებმა“ გაარკვია, რომ სარაჯიშვილის ქუჩაზე
რამდენიმე კორპუსის სახურავი 2024 წელს გარემონტდა.
რატომ არ მოხვდა სარაჯიშვილის ქუჩის №86 პრიორიტეტულ
სიაში, ხაშურის მერიაში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე დეტალურ წერილობით
პასუხს მოგვაწვდიან.
სტატიის გამოყენების პირობები