წელს ტანას ხეობაში, კერძოდ დაცულ ლანდაფში,
ფოტოხაფანგებმა თოფიანი პირების გადაადგილების ფაქტები
დააფიქსირეს.
ამის შესახებ ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის
წარმომადგენელმა საკრებულოს აცნობა.
ანგარიშში წერია, რომ შეიარაღებული პირების მოძრაობა, 2026
წლის პირველ კვარტალში, ფოტოხაფანგების საშუალებით
გამოავლინეს.
,,დამატებით შეძენილი იქნა 12 ფოტოხაფანგი, რომლებიც
გამოიყენება ცხოველთა გადაადგილებისა და გარემოზე დაკვირვებისთვის.
მათი საშუალებით გამოვლინდა შეიარაღებული გადაადგილების ცალკეული
შემთხვევები, რის შესახებაც ინფორმაცია რეაგირებისთვის გადაეცა
შესაბამის ორგანოებს.'' - ვკითხულობთ ანგარიშში.
2026 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, ტყის დაცვისა და
ბრაკონიერობის პრევენციის მიზნით რეინჯერებმა ჩაატარეს 36 გეგმიური და
არაგეგმიური პატრულირება.
ცნობისათვის, 2025 წლის იანვარში, ევროკავშირის გრანტით,
სააგენტოს ტექნიკური ინვენტარი, მათ შორის, ფოტოხაფანგები გადაეცა,
რამაც გააუმჯობესა მონიტორინგისა და პატრულირების
ეფექტიანობა.
,,თუმცა, პრობლემად დარჩა სატრანსპორტო საშუალებების
გაუმართაობა და მოძველებული ავტოპარკი, რის გამოც მორიგეობის გრაფიკი
შეიცვალა და გარკვეული პატრულირებები გადაიდო. დამატებით, რთული
კლიმატური პირობებიც აფერხებდა სამუშაო პროცესს.'' - აღნიშნულია
სააგენტოს 2026 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში.
სტატიის გამოყენების პირობები