"ჩვენი მთავარი ამოცანააო ეროვნული ფასეულობების
ინტეგრირება სახელმძღვენელოებშიო, ამისთვის უნდა შევცვალოთ
სახელმძღვანელოების კონცეფცია და ყდებზე უნდა დავახატოთ ეროვნული
ღირებულებების მატარებელი სიმბოლოებიო, მინისტრმა...
მა რა იყო ეხლა, რა, ბიოლოგიის წიგნს რო მელა ეხატა..?
დაახატებენ წიქარასა და ფასკუნჯსა;
მათემატიკისას კიდე რატო უნდა ეხატოს ჩვეულებრივი ციფრები
- დაახატებენ ასომთავრულის ასოებსა, რომლებიც რიცხვებს აღნიშნავს...
ႡxႡ=Ⴃ ასე ეწერება... აბა 2x2=4 რა დასანახია...
ისტორიის წიგნში ეწერება "ჩშჟგ წელსა..."
მე და საზოგადოების წიგნს ეხატება გზის პირას ნარდის
მოთამაშე კაცები, რომლებსაც ბავშვი გაბრწყინებული თვალებით
უყურებს...
ქიმიის წიგნს ეხატება არაყის გამოხდის პროცესი კაი
ცეცხლშენთებული სპილენძის ქვაბით, რომელიც წყლით მოზელილი ნაცრით არის
დალესილი...
ფიზიკისაზე იქნება ნიუტონი კეხურა ვაშლის ხის
ქვეშ...
გერმანულის წიგნზე დაიტანენ ქანთარიას, რომელიც რაიხსთაგზე
დროშას ამაგრებს და ფონად იქნება სტალინის ულვაშები...
ინგლისურისაზე დაიტანენ ბლეიზ მეტრეველის
მამას...
მუსიკის წიგნს
ეხატება "ჩაკრულოზე" მოცეკვავე უცხოპლანეტელები...
რაიმეს წიგნს
აუცილებლად ეხატება გია მურღულია...
იმ კაი კაცისა არ
იყოს, "ვაიმეე... ვაიმეე..."
... ნეტა მართლა
სასაცილოდ გვქონდეს საქმე."" - წერს განათლების სამინისტროს ყოფილი
წარკომადგენელი შიდა ქართლიდან.
სტატიის გამოყენების პირობები