ახალი ამბები
გორის ,,დილა" თბილისის ,,დინამოს" დაუპირისპირდება
დღეს გორის ,,დილა" თბილისის ,,დინამოს" დაუპირისპირდება საქართველოს სუპერთასის მესამე ადგილის მოსაპოვებლად.

შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. თამაში 20 საათზე დაიწყება.

სუპერთასი სლავა მეტრეველის სახელობისაა და 2023 წლიდან ახალი ფორმატით იმართება. ,,დილამ" სუპერთასი 2025 წელს მოიგო.

გათამაშებაში ევროტურნირებზე გასული ოთხი გუნდი [მოქმედი ჩემპიონი, დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი და ეროვნულ ლიგაში მესამე და მეოთხე ადგილოსანი] მონაწილეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები