ქარელი-აგარის მონაკვეთზე ჩქაროსნულმა მატარებელმა
მამაკაცს ფეხზე გადაურა. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა.
წინასწარი მონაცემებით, მოქალაქე რკინიგზაზე გადასვლას
ცდილობდა, ფეხი ლიანდაგებს შორის მოყვა და წაიქცა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 275-ე მუხლის მეორე ნაწილით
მიმდინარეობს, რაც გულისხმობს რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის
უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ნაკლებად მძიმე დაზიანება
გამოიწვია.
სტატიის გამოყენების პირობები