ქარელის მუნიციპალიტეტში მოჭიდავეთა და მოკრივეთა
სავარჯიშო ცენტრი ბრეთის მეურნეობაში გადაინაცვლებს.
სპორტსმენებისთვის სასტუმროც მოეწყო.
სპორტული კომპლექსი, რომელზეც 6 მლნ ლარი დაიხარჯა,
დასრულებულია.
ამჟამად, ქარელის მერია დამატებით ტენდერებს აცხადებს
სასტუმროსთვის და სამზარეულოსთვის ავეჯის შესყიდვაზე. ასევე, ეძებს იმ
კომპანიებს, რომლებიც სპორტსმენებისთვის ხილ-ბოსტნეულს და საკვებ
პროდუქტებს მიაწვდის.
ბრეთის მეურნეობა მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა გულიაშვილის
მშობლიური სოფელია.
სტატიის გამოყენების პირობები