ახალი ამბები
ბრეთის მეურნეობაში სახურავები გამოცვალეს
ბრეთის მეურნეობაში, სადაც ძირითადად საერთო საცხოვრებლებია, სახურავები გამოცვალეს.

როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, სახურავის ტოლი თუნუქის ფირფიტებით ჩაანაცვლეს: [ტოლი არის ბიტუმით გაჟღენთილი რულონური მასალა (ხშირად შავი ფერის), რომელიც საბჭოთა პერიოდში ფართოდ გამოიყენებოდა ბრტყელ ან მცირედ დაქანებულ სახურავებზე.]

,,კარგია, რომ ახალი სახურავებია, მაგრამ თოვლს ვერ აკავებს, ზვავივით მოდის ხოლმე. აგერ პირველ სართულზე როგორ ჩაანგრია სხვა სახურავი"

,,აქამდე ტოლი იყო დასხმული, მაგრამ დაძველდა და წყალი ჩამოგვდიოდა. ახლა ამ ჟესტმა სხვა პრობლემები შეგვიქმნა, ქვეშ გავლა საშიშია ხოლმე. შემაკავებელი უნდა დამაგრდეს, თორემ ბავშვი შეიძლება მოიყოლოს" - აცხადებენ ადგილობრივები.

ქარელის მერიამ სახურავები 2024-25 წლებში გამოცვალა, თუმცა შესრულებული სამუშაოებით თავადაც უკმაყოფილო იყო. შესყიდვების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, ფირფიტები სხვადასხვა ადგილზე არასწორად იყო დამაგრებული:

,,იყვნენ ხელმეორედ, გაასწორეს დეფექტები, მაგრამ რა აზრი აქვს? ძველ ფიცრებზეა დაამაგრეს ისევ. ახლა სჯობს ,,ჟოლოპი" [სარინებლები] დაუყენონ, წვიმის დროსაც კარგია და ზამთარში თოვლსაც დაიჭერს"- აცხადებენ ადგილობრივები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები