ახალი ამბები
სურამის რკინიგზის ყოფილი სადგური
სურამის რკინიგზის ყოფილი სადგურის ტერიტორიის მდგომარეობით პარლამენტარი ლადო კახაძე დაინტერესდა:

,,სურამში არის გაუქმებული ლიანდაგები და სადგურიც გაუქმებულია, აღარც არის ექსპლუატაციაში. შეწუხებულია მოსახლეობა ქვეწარმავლებით და ამ სადგურის მდგომარეობით"

,,აქეთ დასასვენებელი სივრცეა, იქით - საავადმყოფო. შუაშია მოქცეული ეს ტერიტორია. თხოვნაა, რომ იქნებ ეს საკითხი გადაიჭრას" - მიმართა კახაძემ აქართველოს რკინიგზას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები