გორის მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრები
კონდიციონერების ჩართვას ითხოვენ.
მგზავრების თქმით, ცხელ ამინდში მგზავრობა გაუსაძლისია.
ერთ-ერთი მგზავრის ინფორმაციით, კონტროლიორს კონდიციონერის ჩართვა
სთხოვეს, რაზეც პასუხად მიიღეს, რომ აღნიშნული საკითხი ტრანსპორტის
სააგენტოს კომპეტენციაში შედიოდა და ცხელ ხაზზე დარეკვა
ურჩიეს.
გორის ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე
მხოლოდ სამ ავტობუსშია კონდიციონერი დაზიანებული, ხოლო დანარჩენ
ავტობუსებში სისტემები ჩვეულებრივ მუშაობს.
სააგენტოს განმარტებით, არის შემთხვევები, როდესაც
ხანდაზმული მგზავრები თავად სთხოვენ მძღოლებს, კონდიციონერი დროებით
გამორთონ. ასევე, იმ მარშრუტებზე, სადაც ავტობუსს მცირე მონაკვეთებზე
უწევს ხშირი გაჩერება და კარები ხშირად იღება, კონდიცირების სისტემა
ავტობუსის გაგრილებას სათანადო ტემპით ვეღარ ახერხებს, რის გამოც
მგზავრებს შეიძლება შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ კონდიციონერი არ
მუშაობს.
სტატიის გამოყენების პირობები