ახალი ამბები
ჭყოპიანში 66 მეტრი სიგრძის გზის დაგება იგეგმება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყოპიანში 2026 წელს 66 მეტრი სიგრძის ბეტონის გზა დაიგება. გზის საერთო მონაკვეთის დაახლოებით 4 კილომეტრი, მეფისქალაქიდან ჭყოპიანამდე, კვლავ მოსაწყობი დარჩება.

66 მ სიგრძის ბეტონის გზის მოსაწყობად 19 800 ლარია გათვალისწინებული.

გასულ წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხები (10 000-16 000 ლარი) 100 მეტრი სიგრძის ბეტონის გზის მოსაწყობად საკმარისი იყო, ხოლო წელს იმავე დაფინანსებით შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

ამას, წინასწარი მონაცემებით, სამშენებლო მასალებისა და სამუშაოების ღირებულების ზრდას უკავშირებენ.

კასპის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა ატვირთული, ბეტონის გზების მოწყობის გაზრდილი ხარჯები სხვა სოფლებშიც აისახა. მაგალითად, სოფელ წინარეხსა და სოფელ გარიყულაში დაგეგმილი შიდა საუბნო ბეტონის გზების 120- მეტრიანი მონაკვეთების მოწყობისთვის თითქმის 50 000 ლარია საჭირო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები