ახალი ამბები
ხანძარი გორში
გორში, კვერნაკის დასახლებაში ენერგობლოკს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ.

დასახლებაში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეწყვეტილია.
როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ „ქართლის ამბებს“ განუცხადეს, ავარიის გამო გათიშული აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება სავარაუდოდ 2-3 საათში აღდგება.
ადგილზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. პრევენციის მიზნით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც იმყოფება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები