ქარელის მუნიციპალიტეტის ორ სკოლაში პირველკლასელთა
რეგისტრაცია არ დაფიქსირებულა. ონლაინ რეგისტრაცია 3 ივლისს
დასრულდა.
შვიდ სკოლაში კი პირველკლასელთა რაოდენობა ხუთზე
ნაკლებია.
“ქარელის მუნიციპალიტეტის 36 საჯარო სკოლიდან ორ სკოლაში —
ავლევსა და გვერძინეთში — წელს არცერთი პირველკლასელი არ
დარეგისტრირებულა.
ამასთან, შვიდ სკოლაში — ხეობის, ბრეძის, ქვემო
ხვედურეთის, აბანოს, ატოცის, თამარაშენისა და კნოლევის საჯარო
სკოლებში — პირველკლასელთა რაოდენობა ხუთზე ნაკლებია."- გვითხრეს
რესურსცენტრში.
ქარელის მუნიციპალიტეტის სკოლებში წელს საერთო ჯამში 402
პირველკლასელი დარეგისტრირდა. პირველკლასელთა რაოდენობით ლიდერობს
ქვენატკოცის საჯარო სკოლა.
სტატიის გამოყენების პირობები