ახალი ამბები
კასპში ევროპელი მოჭიდავეები იმყოფებიან
კასპში ევროპელი მოჭიდავეები იმყოფებიან. კასპის მერი აცხადებს, რომ მათ შეხვდა.

,,გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ძიუდოს ახალგაზრდულ ნაკრებთან შეხვედრა გავმართე. ნაკრები საჭიდაო დარბაზში კასპელ მოჭიდავეებთან ერთად ვარჯიშობს და ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. " - წერს კასპის მერი ვახტანგ მაისურაძე.

ევროპელი მოჭიდავეები კასპში 11 დღე.ივარჯიშებენ. კასპელი და გერმანელი ძიუდოისტები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები