გორის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ცნობით, ქალაქის
ცენტრში მიწისქვეშა გადასასვლელი ვანდალურად დაარბიეს.
სამსახურის თანამშრომლებს სადენები გაწყვეტილი, სანათები
კი დამტვრეული დახვდათ.
როგორც უწყებაში განმარტავენ, დანაშაული დაუდგენელმა
პირებმა ჩაიდინეს, მოქალაქეებს კი მოუწოდებენ მეტი
პასუხისმგებლობისკენ. არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რატომ ვერ
დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირები.
სტატიის გამოყენების პირობები