„განათლების ფორუმზე“ 2026 წლის საუკეთესო მასწავლებელთა
ათეული დასახელდა.
რჩეულებს შორის მოხვდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ
ხიდისთავის საჯარო სკოლისა და ასევე მეცნიერებათა სკოლის მასწავლებელი
მიმოზა ღოლიჯაშვილი.
ფორუმს 400-ზე მეტი მასწავლებელი და განათლების სფეროს
წარმომადგენელი ესწრებოდა. ღონისძიების ფარგლებში სულაკაურის
გამომცემლობამ კონკურსის „მადლობა, მასწავლებელო“ გამარჯვებულები
დააჯილდოვა, ხოლო მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ 2026 წლის საუკეთესო
მასწავლებელთა ათეული დაასახელა.
„ეს არის იმ საქმის აღიარება და დაფასება, რომელსაც
მრავალი წელია ვემსახურები. ამასთან, ეს დიდი მოტივაციაა,
განსაკუთრებით დამწყები მასწავლებლებისთვის, რომ წარმატების
მისაღწევად ბევრი იშრომონ და არასოდეს გაჩერდნენ“, - განუცხადა
„ქართლის ამბებს“ მიმოზა ღოლიჯაშვილმა.
სტატიის გამოყენების პირობები