გორის მერიის თანამშრომელი თეა კეჩხუაშვილი აცხადებს, რომ
მამხილებელი წერილის გაგზავნის შემდეგ სამსახურის გარეშე
დარჩა.
მამხილებელი წერილი ავტორმა ,,ქართლის ამბებს''
მიაწოდა
წერილი 2 ივლისით თარიღდება. გორის მერიაში კი სპორტის
განყოფილების გაუქმების იდეა 6 ივლისს გაჩნდა.
მამხილებელ წერილში აღნიშნულია, რომ კულტურის სამსახურის
უფროსის მოადგილე, საკუთარი წიგნის დასაბეჭდად, მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტიდან 18 000 ლარის გამოყოფას ითხოვდა. კეჩხუაშვილი ამტკიცებს,
რომ სპორტის პროგრამიდან თანხის გამოყოფას
შეეწინააღმდეგა.
მის შემდეგ, როგორც წერილშია აღწერილი, სპორტის
განყოფილებაში მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა დაიწყო, ხოლო მოგვიანებით
კალათბურთის გუნდის მწვრთნელის პოზიციაც დაატოვებინეს.
2 ივლისის წერილით თეა კეჩხუაშვილმა გორის მერს ასევე
აცნობა ბათუმის ბულვარში ბავშვების უპატრონოდ დატოვების შესახებ.
კეჩხუაშვილი ამ საკითხზეც შესაბამის რეაგირებას ითხოვდა.
გორის მერს კონსტანტინე ბუზალაძეს ადმინისტრაციული
წარმოება ჯერ არ დაუწყია.
სტატიის გამოყენების პირობები