გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით,
მოქალაქემ ქარელოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცას მიმდებარედ,
მდინარე ფცაზე, ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა ხრამულის
სახეობის 13 კილოგრამამდე თევზი.
აღნიშნულ ფაქტზე მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით
პოლიციას გადაუგზავნეს.
,,ელექტროიარაღით თევზჭერა წარმოადგენს სისხლის სამართლის
დანაშაულს. "
,,ელექტროიარაღი საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე
ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ელექტროიარაღის დამზადება,
შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა და
გასაღებაც კანონით დასჯადი ქმედებაა."- აღნიშნავენ
დეპარტამენტში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლით
მიმდინარეობს, რომლის მიხედვით ელექტროიარაღით ან სხვა აკრძალული
იარაღით უკანონო თევზჭერა ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით
ვადით 320-დან 400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან
4 წლამდე.
სტატიის გამოყენების პირობები