გორის მერიის თანამშრომელმა, სპორტის განყოფილების
სპეციალისტმა თეა კეჩხუაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს მარლენ
ნადირაძეს უთხრა, რომ სამარცხვინოა, როდესაც საკრებულოს ყველა წევრი
მერის მოთხოვნას უსიტყვოდ ემორჩილება.
,,გუშინ საღამოს გადმოგიგზავნეს მერიიდან პროექტი, დღეს
დილით სამი კომისიის სხდომა ჩაატარეთ, ბიურო ჩაატარეთ, მერე სხდომა
ჩაატარეთ, რომ სპორტულ ქალაქში სპორტული განყოფილება
გაგეუქმებინათ"
,,ნუთუ არავის გაგიჩნდათ კითხვა? რატომ აუქმებს მერი
სპორტულ ქალაქში სპორტულ განყოფილებას? ერთ ღამეში როგორ მიიღეთ
გადაწყვეტილება, რომ სამსახურის გარეშე ტოვებთ მსოფლიო ჩემსპიონს,
ასევე მარტოხელა დედას შემოსავლის გარეშე?" - ეუბნებოდა თეა
კეჩხუაშვილი საკრებულოს თავმჯდომარეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ რიგგარეშე
საკრებულოს სხდომაზე განსხვავებული აზრი არ დაფიქსირებულა და
გადაწყვეტილება ,,ქართული ოცნების" 29 დეპუტატმა ერთხმად
მიიღო.
სტატიის გამოყენების პირობები