„თუ 1-ლარიანი არ გაქვს, გორის ბაზრიდან რომ ვერ
გამოდიხარ, წრეებს არტყამ, ჯერ ბანკომატამდე უნდა მიხვიდე, თანხა
გამოიტანო, მერე სადმე დაშალო და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო გამოსვლა“,
- წერს მოქალაქე.
მისი თქმით, ისეთი მარტივი საკითხი, როგორიც ხურდის
არქონაა, ადამიანებისთვის დიდ დისკომფორტად იქცა.
„საუკუნეში, სადაც ტექნოლოგიები ყოველდღიურად ვითარდება,
რატომ უნდა გვიწევდეს ასეთი ელემენტარული პრობლემების გადაჭრა? რა
გახდა ერთი აპარატის დაყენება, რომელიც ხალხს ამ უხერხულობას
აარიდებს?“ - აღნიშნავს მოქალაქე.
მისი შეფასებით, პრობლემა მხოლოდ ერთ ლარში არ არის,
არამედ საქმე იმაშია, რამდენად ითვალისწინებს სავაჭრო ცენტრის
ადმინისტრაცია ადამიანების ყოველდღიური საჭიროებები.
სტატიის გამოყენების პირობები