ახალი ამბები
შპს ,,დინ გრუპს" შესრულებულ სამუშაოებზე თანხად ედავებიან
კომპანიას, რომელსაც ქარელში 1.1 მილიონი ლარი გადაურიცხეს, 4 ათას ლარზე ედავებიან.

საქმე ეხება შპს „დინ გრუპის“ მიერ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, აბისსა და საციხურში შესრულებულ სამუშაოებს. როგორც ,,ქართლის ამბებს'' აცნობეს, გზაზე ცხაურები ჩატყა, რადგან შედარებით თხელი აღმოჩნდა.

ქარელის მერიის ცნობით, შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ პროექტით გათვალისწინებული 15 მილიმეტრიანი ლითონის ცხაურების ნაცვლად კომპანიამ უფრო თხელი, 10 მილიმეტრიანი გამოიყენა. კომპანია განმარტავდა, რომ ამის მიზეზი საჭირო მასალის დეფიციტი იყო.

ქარელის მერია ასკვნის, რომ კომპანიამ შესრულებული სამუშაოების დოკუმენტში დაახლოებით 4 ათასი ლარით მეტი სამუშაო მიუთითა, ვიდრე რეალურად იყო შესრულებული. აქედან გამომდინარე, საქმე შეუსრულებულ სამუშაოდ ჩაითვალა. მერია ითხოვს, რომ 1.1 მლნ ლარიდან კომპანიამ მერიას პირგასამტეხელოს სახით 11 388 ლარი და 29 თეტრი დაუბრუნოს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები