გორის სამხედრო ჰოსპიტლის თერაპიული სამსახურის
ხელმძღვანელს ნინო ჭუმბურიძე-არეშიძეს მედიცინაში შეტანილი
წვლილისთვის ამიერკავკასიის ექიმთა ლიგამ „საუკუნის ექიმის“ წოდება
მიანიჭა.
ინფორმაციას სამხედრო ჰოსპიტალი ავრცელებს.
სამედიცინო სფეროში გაწეული ღვაწლისთვის ექიმთა ლიგამ
ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური სამსახურის ხელმძღვანელი თამარ
ბოჭორიშვილიც დააჯილდოვა.
ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის დირექტორთა საბჭომ ჯილდოები
ლიგის მორიგ საერთაშორისო კონფერენციაზე გადასცა, რომელიც ევროპისა და
აზიის ქვეყნების სამედიცინო საზოგადოების წამყვანი სპეციალისტების
მონაწილეობით გაიმართა.
კონფერენციაში სამხედრო ჰოსპიტლის ექიმთა ჯგუფიც
მონაწილეობდა. სამი მოხსენება წარადგინეს თერაპიული სამსახურის
ხელმძღვანელმა ნინო ჭუმბურიძე-არეშიძემ, ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური
სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ბოჭორიშვილმა,
ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგმა მაია ელბაქიძემ და თერაპიისა და
ფსიქონევროლოგიის განყოფილების ექიმმა-ტოქსიკოლოგმა გიორგი
ოქრიაშვილმა.
ჰოსპიტლის სამეცნიერო სესია მოიცავდა თანამედროვე
მედიცინის აქტუალურ საკითხებს, მათ შორის კვებითი აშლილობების
გამოწვევებს, პირის ღრუს ანთებითი პათოლოგიის კავშირს გულის იშემიური
დაავადების რისკთან, ვიტამინ B12-ის როლსა და თანამედროვე
მნიშვნელობას, ასევე რიცინს, როგორც თანამედროვე ბიოტერორიზმის
ერთ-ერთ საფრთხეს.
სტატიის გამოყენების პირობები