გორელმა გიორგი პეტუაშვილმა, რომელიც კომაროვის სკოლის
მოსწავლეა, 240 000-დოლარიანი სრული სასწავლო გრანტი
მოიპოვა.
ის სწავლას გაერთიანებულ არაბთა საემიროებში, Mohamed bin
Zayed University of Artificial Intelligence (MBZUAI)-ში, ხელოვნური
ინტელექტის საბაკალავრო პროგრამაზე გააგრძელებს.
ინფორმაციას ამის შესახებ განათლების კონსულტანტი ნათია
სირაბიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, გიორგი პეტუაშვილი გამოირჩევა მაღალი
აკადემიური მიღწევებით. მისი GPA 4.0-ია, SAT-ის გამოცდაზე 1540 ქულა,
ხოლო IELTS-ის საერთაშორისო გამოცდაზე – 8.0 ქულა მიიღო. ინტერესების
სფეროებია ელექტროინჟინერია, მათემატიკა, ეკონომიკა და ხელოვნური
ინტელექტი.
წელს გიორგი ასტროფიზიკის ეროვნული ნაკრების წევრი გახდა
და საერთაშორისო ოლიმპიადაზე ვიეტნამში იასპარეზებს. 2025 წელს კი
საქართველოს ფიზიკის ეროვნული ნაკრების წევრად შეირჩა. მანამდე
საქართველოს სახელით ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში
მონაწილეობდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ადგილი
დაიკავა.
გიორგი ასევე მონაწილეობდა BTU-ის მიერ ორგანიზებულ
Swift-ის პროგრამირების კურსსა და კონკურსში, სადაც საუკეთესო
პროექტისთვის დაჯილდოვდა. გარდა ამისა, საკუთარ სკოლაში ეკონომიკის
კლუბი დააარსა, რათა თანატოლებში ეკონომიკისადმი ინტერესი
გაეღვივებინა.
,,MBZUAI ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის მიმართულებით
ერთ-ერთი გამორჩეული უნივერსიტეტია, რომლის კურსდამთავრებულები
კარიერას აგრძელებენ ისეთ საერთაშორისო კომპანიებში, როგორებიცაა
Google, IBM და Claude."
,,თუმცა გიორგის განსაკუთრებულობას მხოლოდ მისი აკადემიური
მიღწევები არ განსაზღვრავს. მიუხედავად შთამბეჭდავი წარმატებებისა, ის
საოცრად ზრდილობიანი, თავმდაბალი და ოჯახზე მზრუნველი ახალგაზრდაა.
სწორედ ეს თვისებები ხდის მის ისტორიას კიდევ უფრო ღირებულს."- წერს
ნათია სირაბიძე.
სტატიის გამოყენების პირობები