ახალი ამბები
ძალადობაში ბრალდებული მაღალჩინოსანი თანამდებობას ტოვებს
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ,,ტვ პირველს'' სამინისტროში დაუდასტურეს.

სიგუა ამ თანამდებობას 9 ივლისიდან იკავებდა. მანამდე თბილისის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი იყო.

„ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში, მისმა მეუღლემ სოფია სიგუა-შატბერავამ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.

შატბერავამ „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, რომ იოსებ სიგუას 10 ივლისს სამარალდამცავებმა ელექტორნული სამაჯური შეაბეს. ამასთან, მას შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი და იარაღის ტარების უფლება შეეზღუდა
Print

სტატიის გამოყენების პირობები