შსს-ს ცნობით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა
კოდექსის 167-ე მუხლის I ნაწილით დაჯარიმდნენ ის პირები, ვინც
,,მთავარი არხის'' მიერ გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით,
პნევმატური იარაღიდან ისროდნენ.
ამავე მუხლის მიხედვით, ავტოკოლონის მონაწილეებს
პნევმატური იარაღები ჩამოართვეს. ჯარიმა ითვალისწინებს 500
ლარს.
ცნობისათვის დღეს მთავარმა არხმა გაავრცელა ვიდეო
წარწერით: ,,გორში, ქორწილში, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან
ისვრიან | კადრებს "მთავარს" მოქალაქე უგზავნის.
სტატიის გამოყენების პირობები