შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის
მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში შიდა ქართლში ნარკოტესტი 619
პირს ჩაუტარდა, საიდანაც ნარკოტიკული თრობა 455 ადამიანს
დაუდასტურდა.
ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, ყველაზე მეტი შემთხვევა
25–44 წლის მამაკაცებში დაფიქსირდა – 251. 45–60 წლის ასაკობრივ
ჯგუფში ნარკოტიკული თრობა 175 პირს დაუდასტურდა, 18–24 წლის
კატეგორიაში – 17-ს, 60 წელს გადაცილებულ ასაკში – 11-ს, ხოლო 18
წლამდე ასაკის მხოლოდ ერთ პირს. ყველა შემთხვევა მამრობითი სქესის
წარმომადგენელს ეხება.
წინა წლის მონაცემებით, შიდა ქართლში ნარკოტესტი 1 376
პირს ჩაუტარდა, საიდანაც ნარკოტიკული თრობა 1 072 ადამიანს
დაუდასტურდა.
სტატიის გამოყენების პირობები