კლინიკაში გარდაიცვალა 3 წლის ბავშვი, რომელსაც გორში
ავტომანქანა დაეჯახა. კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა
დედაც.
დედა-შვილს, 13 ივლისს, საღამოს, ჭავჭავაძის გამზირზე,
კინოთეატრ ,,გამარჯვების" შენობის წინ მანქანა დაეჯახა.
ფაქტზე დაკავებულია 1991 წელს დაბადებული, გორში მცხოვრები
რ.ე.
რომელი მუხლით გადაკვალიფიცირდება საქმე, ჯერ უცნობია. ამ
დრომდე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით
მიმდინარეობს.
სტატიის გამოყენების პირობები