ახალი ამბები
სათამაშოები დაღუპული დედა-შვილის ხსოვნის პატივსაცემად
გორის ერთ-ერთი მოქალაქე თანაქალაქელებს მოუწოდებს, ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის ხსოვნის პატივსაცემად თითო სათამაშო წაიღონ.

„გაუფრთხილდი ჩემს სიცოცხლეს. ეს იქნება ანასა და მართას ხსოვნის პატივისცემის კიდევ ერთი ფორმა"- ნათქვამია მოწოდებაში.

ყველა ბავშვი, რომელიც მშობელთან ერთად მოვა და ამ სათამაშოს წაიღებს, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად ძვირფასია სიცოცხლე და რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთზე ზრუნვა.

შეგახსენებთ, 13 ივლისს, საღამოს, გორის ცენტრში ავტომანქანა დედა-შვილს დაეჯახა. ორივე დაიღუპა. გლოვის დღეებში მოქალაქეები შემთხვევის ადგილას მიდიოდნენ და სამძიმრის გამოსახატავად მათ ყვავილები და სათამაშოები მიჰქონდათ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები