ხაშურის მერი ვარაუდობს, რომ ,,ღარიბაღელეს არხი''
კომპანიებს შორის კარტელური შეთანხმების საფუძველი
გახდა.
ერძოდ, საქმე ეხება ტენდერს, რა დროსაც, მერიის ცნობით,
კომპანია ,,ნიუ ჯორჯიამ'' სხვა კომპანიის, შპს ,,ქუალი გრუპის''
დოკუმენტაცია წარუდგინა.
ხაშურის მერია თვლის, რომ ადგილი აქვს აფიდავიტის
პირობების დარღვევას, ანუ კომპანიებს შორის შესაძლო გარიგებას ან
კონკურენტთან ინფორმაციის გაზიარებას, რაც არაკეთილსინდისიერ ქმედებად
შეფასდა.
კომპანია ,,ნიუ ჯორჯიას'' წარმომადგენელი ირწმუნება, რომ
ეს იყო უბრალო ტექნიკური (მექანიკური) შეცდომა; რომ „ქუალითი გრუპთან“
არანაირი საქმიანი ან სხვა კავშირი არ აქვს; რომ თავად „ქუალითი
გრუპი“ საერთოდ არ მონაწილეობს ამ ტენდერში, ამიტომ კონკურენტთან
შეთანხმებაზე საუბარიც შეუძლებელია.
,,ნიუ ჯორჯიამ'' დასახმარებლად შესყიდვების სააგენტოს
მიმართა. შესყიდვების სააგენტომ დაასკვნა, რომ დოკუმენტში სხვა
კომპანიის სახელის მითითება, დამატებითი მტკიცებულებების გარეშე, ვერ
ჩაითვლება აფიდავიტის დარღვევად და არ წარმოადგენს პრეტენდენტის
დისკვალიფიკაციის საკმარის საფუძველს.
,,დისკვალიფიკაციისთვის აუცილებელია არსებობდეს ფაქტები და
მტკიცებულებები, რომლებიც რეალურად ადასტურებს არაკეთილსინდისიერ
ქმედებას და არა მხოლოდ ტექნიკურ შეცდომას.'' - აღნიშნულია საბჭოს
გადაწყვეტილებაში.
,,ღარიბაღელეს არხის'' გასაწმენად გამოცხადებულ ტენდერში
კომპანიების შერჩევა-შეფასების პროცესი გრძელდება.
სტატიის გამოყენების პირობები