ახალი ამბები
ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატის 340 ათასიანი მანქანა
საქართველოს პარლამენტში ხაშურისა და ქარელის დელეგატის, ღვინის ბიზნესმენ ზაალ დუგლაძის, 2025 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატმა Audi S8 მარკის ავტომობილი 341 750 ლარად შეიძინა.

დოკუმენტში ასევე მითითებულია საბანკეტო ღონისძიებების ხარჯები, რომლებმაც 89 005 ლარი (70 840 და 18 165 ლარი) შეადგინა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ზაალ დუგლაძის სხვა ფინანსურ ოპერაციებს შორისაა:

9 025 აშშ დოლარი – პირადი საყიდლები;
5 000 აშშ დოლარი – პირადი გადარიცხვა ნათესავთან
შვილების სასარგებლოდ განხორციელებული პირადი გადარიცხვები – 7 000 აშშ დოლარი და 7 700 გირვანქა სტერლინგი;

ოჯახის წევრებისთვის განხორციელებული საყიდლები – 14 095 გირვანქა სტერლინგი;
6 946.2 ლარი – სასტუმროს ხარჯი;
7 000 ლარი – საბიუჯეტო გადასახადი;
35 522 ლარი – პირადი გადარიცხვა ძმასთან, დავით დუგლაძესთან.
დეკლარაციის მიხედვით, ზაალ დუგლაძემ ასევე მიიღო 70 000 ლარი ძმისგან, დავით დუგლაძისგან, პირადი გადარიცხვის სახით.

2025 წლის დეკლარაციის მიხედვით, ეკატერინე დუგლაძის მნიშვნელოვანი ხარჯები დაკავშირებულია ტურიზმთან, საზღვარგარეთ შვილის განათლებასა და ოჯახის საჭიროებებთან.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ:

ტურისტულ ხარჯებსა და ავიაბილეთებზე ჯამში 65 643 ლარია გაწეული;
შვილის სწავლის საფასურად ორჯერ არის გადახდილი 10 720-10 720 გირვანქა სტერლინგი;
ოჯახის წევრებისთვის განხორციელებულ საყიდლებზე ჯამში 20 189 გირვანქა სტერლინგი და 11 900 ლარი დაიხარჯა;
შვილთან განხორციელდა 8 000 ლარისა და 3 500 გირვანქა სტერლინგის პირადი გადარიცხვები;
ნათესავთან პირადი გადარიცხვის სახით გაიცა 7 400 ლარი.
ტვ პირველის ცნობით, დუგლაძეების ღვინის კომპანიის შემოსავალი განსაკუთრებით გაიზარდა 2023 წლის შემდეგ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები